„ადესანიას წავშლი
Aa
Aa

„ადესანიას წავშლი"! - კოსტა ჩემპიონს ემუქრება

UFC-ის მებრძოლმა, პაულო კოსტამ ისრაელ ადესანიას წინააღმდეგ გასამართი ორთაბრძოლის შესახებ ისაუბრა. დაუმარცხებელი ბრაზილიელი „იზის“ ემუქრება და აცხადებს, რომ UFC 253-ზე მას სერიოზული პრობლემები შეექმნება.

„თუ ბრძოლის დაწყებამდე ადესანია ჩაისვრის, ეს მისთვის ძალიან ცუდი იქნება. მე საკუთარი თავის მჯერა და ვიცი რისთვისაც ვვარჯიშობ. ჩემი მიზანია იზის თავი წავაცალო. არ მაინტერესებს მას პრობლემები ექნება თუ არა, ოქტაგონზე გავალ და ადესანიას წავშლი.

ბრძოლის დაწყებამდე იზის ფსიქოლოგიურად გატეხვას ნამდვილად არ ვცდილობ. თუ ადესანია ფსიქოლოგიურად გატყდა, ე.ი სუსტი ყოფილა. სიმართლე გითხრათ, მასზე საერთოდ არ ვფიქრობ და ნებისმიერ შემთხვევაში ბოლოს მოვუღებ“.

შეგახსენებთ, რომ პაულო კოსტასა და ისრაელ ადესანიას დაპირისპირება 27 სექტემბერს გაიმართება. მანამდე კი ბრაზილიელს რთული დაბრკოლების გადალახვა მოუწევს. კოსტა ამჟამად 95 კგ-ს იწონის, რაც ლიმიტზე გაცილებით მეტია. პაულომ 2 კვირაში დაახლოებით 12 კგ უნდა დაიკლოს და ამან ოქტაგონზე გასვლისას შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები