რეალი დილემის წინაშე - რეგილონს ინგლისიდან მსურველები გამოუჩნდნენ
Aa
Aa

რეალი დილემის წინაშე - რეგილონს ინგლისიდან მსურველები გამოუჩნდნენ

მადრიდის „რეალის“ საკუთრებაში მყოფი 23 წლის მარცხენა მცველი სერხიო რეგილონი იჯარის წესით „სევილიაში“ იმყოფება და 2019-2020 წლების სეზონი ჩინებულად ჩაატარა, რის შემდეგაც გრანდების ყურადღება მიიპყრო.

Marca-ს ცნობით, ესპანელი ფეხბურთელის გადაბირების სურვილს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“ გამოთქვამენ.

ზინედინ ზიდანმა უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ მოიქცეს რეგილონთან მიმართებით. კონტრაქტის მიხედვით, მადრიდელებს შეუძლიათ ფეხბურთელი „სევილიაში“ კიდევ 1 წლით დატოვონ, თუმცა ამ შემთხვევაში ანდალუსიელებს მისი გამოსყიდვის უპირატესი უფლება ეძლევათ.

„რეალს“ შეუძლია ფეხბურთელი უკან დააბრუნოს და პრემიერლიგის გრანდებს სარფიანად მიჰყიდოს. თავად რეგილონის პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია.

ესპანელი მცველის მადრიდში დაბრუნების და დარჩენის ყველაზე მცირე შანსი არსებობს, რადგან მარცხენა მცველის პოზიციაზე ზიდანს მარსელო და მენდი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში რეგილონმა „სევილიას“ რიგებში ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, თავი 3 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ტრანსფერმარკეტი მას 25 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები