ევროპა ლიგა - ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია!
Aa
Aa

ევროპა ლიგა - ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია!

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ევროპა ლიგის 2020-21 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ჩვენი ქვეყნიდან ტურნირზე თბილისის "დინამო" და  თბილისის "ლოკომოტივი" ასპარეზობენ.

საქართველოს ჩემპიონის მეტოქე უელსური "ქონაჰი" იქნება. ჩისკოს გაწვრთნილი ფეხბურთელები შეხვედრას გასვლაზე გამართავენ.

ხოლო „ლოკომოტივი“ მოსკოვის "დინამოს" დაუპირსპირდება და რაც მთავარია, საკუთარ მოედანზე ითამაშებს. წყვილში აშკარა ფავორიტად მოსკოველები მოიაზრებიან, თუმცა "ლოკო" რუმინულ "კრაიოვასთანაც" აშკარა აუტსაიდერად მიიჩნეოდა.

შეხვედრები 17 სექტემბერს გაიმართება და პანდემიის გამო ერთმატჩიანი იქნება. თუკი ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დასრულდა, მე-3 ეტაპზე გამსვლელს პენალტების სერია გაარკვევს.

შეგახსენებთ,რომ ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა, რუმინული "უნივერსიტატეა კრაიოვა" 2:1 დამაარცხა.

რაც შეეხება „დინამოს“, თბილისელები ჩეპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტირანასთან“ დამარცხდნენ და ასპარეზობას ევროპა ლიგაზე აგრძელებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები