ჩისკო დაბრუნდა - ესპანელი სპეციალისტი "დინამოში" სეზონის ბოლომდე დარჩება
ჩისკო მუნიოსი თბილისშია და „დინამოს“ ბაზაზე ვარჯიშიც გამართა.
ესპანელი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს სეზონის ბოლომდე შეასრულებს.
მასთან ერთად ესპანელები - მწვრთნელი რობერტო კუესტა და ფიზ. მომზადების მწვრთნელი ხორხე აბელა იმუშავებენ
შეგახსენებთ,რომ საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა და ევროპუ; სარბიელს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს.
აღსანიშნავია,რომ ''ტირანასთან'' მარცხის შემდეგ თბილისის ''დინამოს'' მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პოსტი დატოვა.
რაც შეეხება Crystalbet ეროვნულ ლიგას,“დინამო“ ჩატარებული 10 ტურის შემდეგ 19 ქულით მეორე ადგილზეა.