Aa
Aa

ბელგიის გრან-პრიც ჰემილტონისაა! - ორი ტიტული დიდი "შუმის" რეკორდამდე

ლუის ჰემილტონმა ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონში გამართული 7 გრან-პრიდან თავის სასარგებლოდ მეხუთე დაასრულა. ბრიტანელმა ამჯერად ბელგიის გრან-პრიზე გაიმარჯვა.

„მერსედესის“ პილოტმა კვალიფიკაციაც საუკეთესოდ ჩაატარა და გამარჯვების მოპოვება არც მთავარი რბოლისას გასჭირვებია. მან თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი ჩამოიტოვა, მესამე ადგილზე კი „რედ ბულის“ პილოტი, მაქს ფერსტაპენი გავიდა.

ჰემილტონმა 2020 წლის სეზონის საერთო ჩათვალში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. მან თავი 157 ქულას მოუყარა, რაც მეორეადგილოსან ფერსტაპენის მაჩვენებელზე 47 ქულით მეტია. მესამეადგილოსანი ბოტასი იმავე ფერსტაპენს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

კონსტრუქტორთა დავაშიც „მერსედესს“ უდიდესი უპირატესობა აქვს და „რედ ბულს“ მთელი 106 ქულით უსწრებს. გერმანულ საჯინობოს 264 ქულა აქვს, ავსტრიულს კი - 158.

ლუის ჰემილტონმა კარიერაში 89-ე გრან-პრი მოიგო და მიხაელ შუმახერის ყველა დროის რეკორდამდე უკვე მხოლოდ 2 გამარჯვება აშორებს.

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის მომდევნო გრან-პრი, რომელიც „იტალიის გრან-პრის“ სახელითაა ცნობილი, შემდეგ უქმეებზე ჩატარდება. მთავარი რბოლა 6 სექტემბრით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები