სიტუაცია ლაგდება? - ბარტომეუ გადასადგომად მზად არის
Aa
Aa

სიტუაცია ლაგდება? - ბარტომეუ გადასადგომად მზად არის

ესპანური სპორტული გამოცემა "მარკა" საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ გადადგომისთვის მზად არის.

იმ შემთხვევაში თუ მესი დარჩენას გადაწყვეტს, ბარტომეუ გადადგება.  როგორც ცნობილია რამდენიმე დღის წინ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კლუბს წასვლის შესახებ სპეციალური ფაქსის საშუალებით აცნობა.

გარკვეული პერიოდი, "ბარსას" პრეზიდენტი დუმდა, მაგრამ როგორც დღეს გახდა ცნობილი იგი მზად არის დატოვოს კლუბი თუ ლიონელი წასვლასთან დაკავშირებით აზრს შეიცვლის. 

ესპანელი სპორტული ჟურნალისტი მარსელო ბეჩლერი, რომელმაც პირველმა გაავრცელა ნეიმარის პსჟ-ში წასვლის საკითხი, ბარტომეუს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს გამოთქვამს. "იმ შემთხვევაში თუ მესი კლუბს დატოვებს, პრეზიდენტი იტყვის, რომ არგენტინელის კლუბში დასატოვებლად მან ყველაფერი სცადა , ხოლო თუ დარჩება ამ შემთხვევაში წნეხი ორმაგად გაიზრდება და ბარტომეუ ლიონელს გააკრიტიკებს. კრიტიკის შინაარსი მესის კლუბზე გავლენა იქნება. ჟოზეპი შეეცდება, რომ სიტუაცია ისე გამოიყვანოს , რომ თითქოს კლუბში მწვრთნელს ფეხბურთელებს და პრეზიდენტს მესი ირჩევს."

ჯერჯერობით თავად არგენტინელი ყველანაირი კომენტარისგან თავს იკავებს. მისით კი მსოფლიოს რამდენიმე გრანდი ინტერესდება, მათ შორის ყველაზე რეალური სურვილი "მანჩესტერ სიტიმ" გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები