თუ ბაიერნი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ბარსა ლივერპულს 5 მილიონს გადაუხდის
Aa
Aa

თუ ბაიერნი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ბარსა ლივერპულს 5 მილიონს გადაუხდის

Mirror-ის ინფორმაციით თუ ფელიპე კოუტინიო მიუნხენის ''ბაიერნთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდება, კატალონიის ''ბარსელონა'' ''ლივერპულს'' 5 მილიონ ევროს გადაუხდის.

როცა ბრაზილიელი ''მერსისაიდული'' კლუბიდან ესპანურ გრანდში გადავიდა, კონტრაქტში არ იყო მითითებული, რომ ჩემპიონთა ლიგა ''ბარსელონასთან'' ერთად უნდა მოეგო და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებდა ინგლისური კლუბი აღნიშნულ თანხას. ხელშეკრულების მიხედვით თუ ''ბარსელონა'' კოუტინიოს გაანათხოვრებდა და სამხრეთამერიკელი ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, ''ბარსას'' ამ შემთხვევაშიც მოუწევდა ვალდებულების შესრულება.

2018 წელს, როცა კოუტინიო ''ბარსაში'' გადაბარგდა და ''ნოუ კამპზე'' ბრაზილიელს გუნდის ერთ-ერთ ლიდერად განიხილავდნენ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ესპანურ გრანდს აღნიშნული თანხის გადახდა კოუტინიოს სხვა გუნდში იჯარით ყოფნისას მოუწევდა. მიუხედავად ამისა, შესაძლოა ''ბაიერნმა'' ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგოს. ასეთ შემთხვევაში პრემიერ ლიგის გამარჯვებული 5 მილიონ ევროს ვერ მიიღებს.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ''ბაიერნმა'' კატალონიური გრანდი 8:2 გაანადგურა, ხოლო კოუტინიომ, რომელიც ''ბარსადან'' გერმანულ კლუბშია განათხოვრებული, გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

2019 წელს კოუტინიო ''ბაიერნში'' ერთწლიანი იჯარით გადავიდა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით სამხრეთამერიკელი გუნდს დატოვებს. მისი გადაბირების სურვილი ლონდონის ''არსენალს'' აქვს.

იხილეთ ბაიერნისა და ბარსელონას მატჩის ვიდეომიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები