Aa
Aa

მანჩესტერი დანებებას არ აპირებს და დორტმუნდისთვის ახალ წინადადებას ამზადებს

„დორტმუნდის“ პრინციპული პოზიციის მიუხედავად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჯეიდონ სანჩოსთვის ბრძოლაში დანებებას არ აპირებს.

10 აგვისტოს დორტმუნდელთა „ტვიტერის“ ოფიციალურმა გვერდმა კლუბის სპორტულ დირექტორ მიხაელ ცორკის კომენტარი გაავრცელა: „ჩვენს გეგმებშია, რომ ჯეიდონ სანჩო მომავალ სეზონშიც ამ გუნდის ფეხბურთელი იყოს. გადაწყვეტილება საბოლოოა და, ვფიქრობ, ეს ყველა კითხვაზე პასუხს ნათელს ხდის“.

ბრიტანული Sky Sports-ის ცნობით, „მანჩესტერელები“ გერმანელთა დაყოლიებას შეეცდებიან ახალი წინადადებით, რომელსაც ისინი ახლა ამზადებენ და „ყვითლების“ ხელმძღვანელობას უახლოეს დღეებში გააცნობენ.

ჯეიდონ სანჩო, რომელსაც „დორტმუნდი“ 120 მილიონ ევროდ აფასებდა, ამჟამად გუნდთან ერთად შვეიცარიულ შეკრებაზე იმყოფება და მომავალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. მას „ყვითლებთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედი“ სანჩოს ალტერნატივად მიუნხენის „ბაიერნის“ ფრანგ ვინგერ კინგსლი კომანს განიხილავს. დღეს კი კატალონიურმა Sport-მა დაწერა, რომ „წითელი ეშმაკები“ ანსუ ფატისა და უსმან დემბელეს გადაბირებაზეც ფიქრობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები