Aa
Aa

რევოლუცია იუვეში - პირლომ შავი სია ჩამოწერა

ტურინული Tuttosport-ის ცნობით, ანდრეა პირლოს მოსვლასთან ერთად „იუვენტუსში“ ახალი ერა იწყება და ფეხბურთელთა საკმაოდ დიდ ნაწილს სხვა კლუბის მოძებნა მოუწევს.

როგორც გამოცემა წერს, პირლომ ხელმძღვანელობასთან ერთად ე.წ. „შავი სია“ შეადგინა, რომელშიც ის მოთამაშეები არიან, ვინც „ვეკია სინიორას“ რიგები ამ ზაფხულსვე უნდა დატოვონ.

წასვლის პირველი კანდიდატი გონსალო იგუაინია, რომელსაც ამერიკული „დისი იუნაიტედი“ და მშობლიური „რივერ პლეიტი“ ეპატიჟებიან. „შავი სიის“ კიდევ ერთმა წევრმა, ბლეზ მატუიდიმ ტურინი უკვე დატოვა და კარიერას MLS-ში გააგრძელებს.

რაც შეეხებათ სხვა ფეხბურთელებს, პირლო საკუთარ სქემაში ასევე სამი ხედირას, მატია დე შილიოს, დუგლას კოშტას, ალექს სანდროს, დანიელე რუგანისა და აარონ რემზის ვერ ხედავს.

მეორე მხრივ, იწერება მათი პოტენციური შემცვლელების შესახებ, იტალიური პრესა ასეთებად რაულ ხიმენესს, არკადიუშ მილიკს, ედინ ჯეკოს, ალექსანდრ ლაკაზეტს, სებასტიანო ესპოზიტოსა და ანდრეა პინამონტის მოიაზრებს.

„ბებერი ქალბატონის“ რიგებში კიდევ მინიმუმ ერთი წლით დარჩებიან ჯანლუიჯი ბუფონი და ჯორჯო კიელინი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები