Aa Aa
8 აგვისტო 2020  |  12:37

''რონალდუ რჩება, ეს გადაწყვეტილია'' - ანიელი პორტუგალიელის ტრანსფერს გამორიცხავს

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ტურინის ''იუვენტუსმა'' ფრანგული ''ლიონის'' ბარიერი ვერ დაძლია.პირველი შეხვედრა ''ლიონმა'' შინ 1:0 მოიგო, საპასუხო მატჩში ''იუვენტუსმა'' 2:1 გაიმარჯვა და სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს დაემშვიდობა.

ტურინის ''იუვენტუსის'' მმართველმა ანდრეა ანიელიმ პორტუგალიელი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა. გასულ სეზონში ფრანგული მედია იუწყებოდა, რომ კრიშტიანუ რონალდუ პსჟ-ში გადაბარგებას გეგმავდა, თუმცა ანიელი აღნიშნულ ინფორმაციას გამორიცხავს.

''სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ რონალდუ ''იუვენტუსში'' დარჩება. რამდენიმე თვის წინ ვიდრე ფრანგულ კლუბთან ვითამაშებდით, მედია ავრცელებდა ცნობას, რომ რონალდუ კლუბიდან წავიდოდა, მაგრამ ეს მედიის ხრიკი იყო, ამ ინფორმაციას სიმართლესთან კავშირი არ ჰქონდა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ რონალდუ ჩვენთან რჩება და კვლავ ჩვენი გუნდის სვეტი იქნება.

გასული სეზონი რთული, ტკბილ-მწარე გამოვიდა. ზედიზედ მეცხრედ იტალიის სერია ა მოვიგეთ და კლუბის ისტორიაში შესანიშნავი ფურცელი ჩავწერეთ.

მაურიციო სარიმ სამწვრთნელო კარიერაში მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაწერა. მან სამოყვარულო ლიგაში დაიწყო მუშაობა, დღეს კი სერია ა-ს ჩემპიონია.

ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობით იმედგაცრუებულნი ვართ. ჩვენი ოცნება კვლავ ამ ტურნირის მოგებაა და შემდეგ სეზონში მიზანი უცვლელი დარჩება.''

2019-20 წლების სერია ა-ს სეზონი ''იუვენტუსის'' გამარჯვებით დასრულდა. სარის გუნდმა 83 ქულა მოაგროვა და მხოლოდ ერთი ქულით გაასწრო უშუალო კონკურენტ მილანის ''ინტერს''.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში