Aa
Aa

ბარსელონა სოიუნჯუს ტრანსფერით ინტერესდება და 40 მილიონ ევროს იხდის

თურქული გამოცემა NTV Spor იტყობინება, რომ „ბარსელონას“ ყურადღების ცენტრში „ლესტერის“ უკანახაზელი, ჩაგლარ სოიუნჯუ მოექცა.

როგორც ირკვევა, „ბლაუგრანას“ ინტერესი სერიოზულია და კატალონიელები უახლოეს პერიოდში „მელიებს“ წინადადებითაც მიმართავენ. თურქულ წყაროს თუ დავუჯერებთ, „ბარსა“ მზადაა, 24 წლის მცველის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

NTV Spor-ის მიხედვით, თუ კლუბებმა შეთანხმება მიაღწიეს, სოიუნჯუ „კამპ ნოუს“ ბინადრებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

თურქმა უკანახაზელმა „ლესტერის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი მიმდინარე სეზონში დაიმკვიდრა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 2019-20 წლების სეზონში მან „მელიების“ მაისურით 42 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. სოიუნჯუ „ლესტერში“ 2018 წელს გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები