„თავად აირჩია, რომ არ ითამაშოს“ - ზიდანმა ბეილის განაცხადს მიღმა დატოვება ახსნა
Aa
Aa

„თავად აირჩია, რომ არ ითამაშოს“ - ზიდანმა ბეილის განაცხადს მიღმა დატოვება ახსნა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც გარეტ ბეილი „სიტისთან“ მატჩის განაცხადს მიღმა დატოვა. „ზიზუმ“ უელსელის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბეილმა გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ გარეტს ერჩივნა სიტისთან არ ეთამაშა. დანარჩენი კი ჩემსა და მას შორის დარჩება. აგიხსენით შექმნილი ვითარება რამ განაპირობა და რამის დამატებას არ ვაპირებ. ბეილი ტრავმირებული არაა და ყველაფერი, რაც გასახდელში ხდება, იქვე რჩება“.

შეგახსენებთ, რომ „სიტისთან“ მატჩისთვის ზიდანმა აქცენტი ამ ფეხბურთლებზე გააკეთა:

მეკარეები: კურტუა, არეოლა, ალტუბე.

მცველები: კარვახალი, მილიტაუ, რამოსი, ვარანი, ნაჩო, მარსელო, მენდი, ერნანდესი.

ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ვალვერდე, ისკო.

შემტევები: აზარი, ბენზემა, ლუკას ვასკესი, იოვიჩი, ასენსიო, ბრაჰიმ დიასი, ვინისიუსი, როდრიგო.

ცნობისთვის, „ქალაქელებისა“ და „სამეფო კლუბის“ დაპირისპირება 7 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. „სიტიმ“ პირველ შეხვედრაში სტუმრად 2-1 იმარჯვა და წყვილის ფავორიტად მიიჩნევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები