Aa
Aa

პრობლემები მემფისში - ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი სეზონის ბოლომდე იუქმებს

დასავლეთ კონფერენციის მერვეადგილოსანის, „მემფისს გრიზლისის“ პლეიოფში გასვლის ალბათობა ერთიორად შემცირდა. ორლანდოში განცდილი 3 მარცხის შემდეგ, ტეილორ ჯენკინსის გუნდმა ერთ-ერთი ლიდერი, ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი დაკარგა.

20 წლის მძიმე ფორვარდმა მარცხენა ფეხში მენისკი გაიწყვიტა და სეზონის ბოლომდე იუქმებს. „მემფისის“ ოფიციალური განცხადების მიხედვით, ჯექსონმა დაზიანება „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ მატჩში მიიღო და უახლოეს მომავალში დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება.

„გრიზლისის“ მძიმე ფორვარდი მიმდინარე რეგულარულში შესანიშნავად გამოიყურებოდა და საშუალოდ 17.4 ქულას, 4.6 მოხსნასა და 1.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. რესტარტის შემდეგ, მან 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და „პორტლენდთან“ – 33, „სან ანტონიოსთან“ - 21, ხოლო „პელიკანსთან“ - 22 ქულა ჩააგდო.

ჯექსონის გარეშე დარჩენილ „მემფისს“ პლეიოფში გასვლა ძალიან გაუჭირდება. „გრიზლისი“ მეცხრე ადგილზე მყოფ „პორტლენდს“ 1 მოგებითღა უსწრებს და ურთულესი კალენდარი აქვს. ჯა მორანტსა და კომპანიას „იუტას“, „ოკლაჰომას“, „ტორონტოს“, „ბოსტონისა“ და „მილუოკის“ წინააღმდეგ დარჩათ სათამაშო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები