Aa Aa
5 აგვისტო 2020  |  00:30

ოფიციალურად - სიტიმ ფერან ტორესი შეიძინა

20 წლის ესპანელი ფეხბურთელი, ფერან ტორესი კარიერას „სიტიში“ გააგრძელებს. „ქალაქელებმა“ ახალგაზრდა გარემარბის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს და მასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ახალგაზრდა ვინგერმა „ქალაქელთა“ ოფიციალურ ვებგვერდს პირველი ინტერვიუც მისცა და განაცხადა: „ძალიან ბედნიერი ვარ სიტის რომ შევუერთდი. შემტევ გუნდებში თამაში ყველა ფეხბურთელს სურს და სიტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შემტევი გუნდია. პეპი გახსნილ და აგრესიულ სტილს ქადაგებს, რაც ძალიან მიყვარს. გუარდიოლამ უამრავჯერ დაამტკიცა, რომ ფეხბურთელების განვითარება შეუძლია და მასთან მუშაობა ახდენილი ოცნებაა. ბოლო 10 წელიწადში სიტიმ ბევრი ტიტული მოიგო და იმედი მაქვს, გუნდის მომავალ წარმატებებში ჩემს წვლილს შევიტან“.

Daily Mail-ის ცნობით, „სიტი“ ტორესის სანაცვლოდ „ვალენსიას“ 20.9 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაუხდის, თუმცა ეს თანხა ბონუსების შემდეგ, შესაძლოა, 37 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელი „ვალენსიას“ აღზრდილია და „ღამურების“ მაისურით 97 შეხვედრა აქვს ჩატარებული. იგი „ვალენსიას“ ძირითად გუნდში 2018 წლიდან თამაშობს და ლა ლიგის გასულ სეზონში 34 მატჩში 4 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში