„ტიროდა და განადგურებული იყო
Aa
Aa

„ტიროდა და განადგურებული იყო" - მაკგრეგორის ექს-მეტოქე კონორის პირველ მარცხზე

UFC-ის ექს-ჩემპიონის, კონორ მაკგრეგორის შესახებ საფრანგეთში წიგნი გამოიცა, რომელშიც ბევრი საინტერესო ისტორიაა მოყვანილი. წიგნის ავტორი შარლ ტიალიე გახლავთ და ერთ-ერთ თავში ირლანდიელზე მისი ყოფილი მეტოქე, არტემიი სიტენკოვი საუბრობს. ამ უკანასკნელმა მაკგრეგორს კარიერაში პირველი მარცხი აგემა და ლიეტუველმა სწორედ ის ბრძოლა გაიხსენა.

„აწონვის ცერემონიისას კონორმა ჩემზე გავლენის მოხდენა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, რადგან ჩემს სამშობლოში ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახლავთ.

მახსოვს, წაგების შემდეგ, იგი რამდენიმე წუთის განმავლობაში ოქტაგონზე იჯდა, ტიროდა და განადგურებული იყო. ბრძოლის შემდეგ, მისი გასახდელისკენ გავემართე და როცა შევედი დავინახე, რომ კონორი ისევ ტიროდა“...

შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორი სიტენკოვს 2008 წლის 28 ივნისს დაუპირისპირდა და მტკივნეული ილეთით დამარცხდა. 2 წლის შემდეგ, ირლანდიელმა კიდევ ერთხელ წააგო, რასაც ზედიზედ მოპოვებული 15 გამარჯვება მიაყოლა და ჟოზე ალდოს დანოკაუტებით საჩემპიონო ქამარსაც დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები