კლოპი დაცვას აძლიერებს - ლივერპული ბეტისს შეუთანხმდა
Aa
Aa

კლოპი დაცვას აძლიერებს - ლივერპული ბეტისს შეუთანხმდა

beIN SPORTS-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ „ბეტისის“ მცველის, აისსა მანდის გადაბირებასთან ძალიან ახლოსაა. „წითლებს“ უკანა ხაზის გაძლიერება სურთ და „ვერდიბლანკოს“ 28 წლის ფეხბურთელით გასულ თვეში დაინტერესდნენ.

beIN SPORTS-ის მიხედვით, „ლივერი“ ალჟირელის სანაცვლოდ 9 მილიონ ფუნტ სტერლინგს ჩამოდის და ტრანსფერს წინ არაფერი უდგას. კლუბები საბოლოო დეტალებზე მუშაობენ და ყველაფერი უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპმა უკანახაზელის შეძენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გუნდი დეიან ლოვრენმა დატოვა და „ზენიტს“ მიაშურა. მანდის რაც შეეხება, იგი უნივერსალური ფეხბურთელია და როგორც ცენტრალური, ისე განაპირა მცველის პოზიციაზე შეუძლია თამაში.

გასულ სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით მან 30 შეხვედრა ჩაატარა და ბრიტანული პრესის ცნობით, მისი გადაბირება „ნიუკასლსაც სურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები