გადატრიალება რუმინულ ფეხბურთში - ბალოტელი კლუჟში მიდის?
Aa
Aa

გადატრიალება რუმინულ ფეხბურთში - ბალოტელი კლუჟში მიდის?

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, მარიო ბალოტელი რუმინულ „კლუჟში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. 29 წლის იტალიელს კარიერის ბრაზილიაში გაგრძელებასა და „ფლამენგოს“ მაისურის მორგებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა როგორც ირკვევა, „ბალო“ „კლუჟთან“ კონტრაქტის შეთანხმებასთან ერთ ნაბიჯშია.

ბალოტელი გუნდის მთავარ მწვრთნელთან, დან პეტრესკუსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მარიოს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმაც დაადასტურა. ნელუტუ ვარგამ ადგილობრივ გამოცემებთან საუბრისას განაცხადა, რომ უმაღლესი დონის იტალიელი თავდამსხმელის დამატებას აპირებს და ეს შეთანხმება რუმინულ ფეხბურთში გადატრიალებას მოახდენს.

ცნობისთვის, ბალოტელის კორონავირუსის პანდემიის შემდეგ არ უთამაშია. „სუპერ მარიო“ „ბრეშას“ რიგებში ასპარეზობდა, თუმცა კლუბთან სერიოზული პრობლემები აქვს და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, სერია C-ში მოასპარეზე „კომოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა იტალიურ გამოცემებთან საუბრისას დაადასტურა, რომ კლუბმა მარიო ბალოტელისთან მოლაპარაკებები გამართა, მაგრამ როგორც ჩანს, მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები