კრიშტიანუმ ლისაბონში სასტუმრო გახსნა
მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, პორტუგალიის დედაქალაქში ახალი სასტუმრო გახსნა.
სასტუმროს სახელწოდება Pestana CR7 Lisbon-ია, რომელიც დღეს თავად ფეხბურთელმა საზეიმოდ გახსნა და მცირე კომენტარიც გააკეთა.
"ცხოვრება მხოლოდ ფეხბურთი არაა. მართალია ის ჩემი მთავარი გამოწვევა და სიყვარულია, თუმცა უკვე ის დროა, მომავალზე ფიქრი დავიწყო". - განაცხადა რონალდუმ.
მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით