Aa
Aa

კაზორლა დოჰაში ჩაფრინდა - 35 წლის შემტევი ხავის გუნდში ითამაშებს

35 წლის სანტი კაზორლა კარიერას ‘‘ალ სადში’’ გააგრძელებს. ყატარული გუნდის მთავარი მწვრთნელის მისი ექს-თანაგუნდელი ხავია. მასთან ერთად კაზორლა ევრო 2008-სა და ევრო 2012-ის გამარჯვებული გახდა.

კაზორლას დოჰაში ჩაფრენის შემდეგ ‘‘ალ სადის’’ პრესსამსახურმა ფოტოები გამოაქვეყნა. ამ ეტაპზე კლუბის ოფიციალური ვებგვერდი კონტრაქტის პირობებისა და ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

კაზორლასთვის ‘‘ალ სადი’’ პირველი არაევროპული კლუბი იქნება. მას ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს, შემტევი სტილის ნახევარმცველმა კარიერის საუკეთესო წლები ლა ლიგასა და ინგლისის პრემიერ ლიგაში გაატარა. ‘‘ვილიარეალის’’, ‘‘უელვასა’’ და ‘‘მალაგას’’ ყოფილი ფეხბურთელი 2012-18 წლებში არსენ ვენგერის ფორმაციის ლონდონის ‘‘არსენალში’’ ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები