“ეს მხოლოდ ერთი მატჩი იყო“ - როდრის და სიმონის კომენტარები
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა. ესპანეთმა კაბო ვერდეს ვერ მოუგო.
მატჩის დასრულების შემდეგ, როდრიმ და უნაი სიმონმა კომენტარები გააკეთეს.
სიმონი:
„ეს მსოფლიო ჩემპიონატის მხოლოდ დასაწყისია და იმედი გვაქვს, ტურნირი ჩვენთვის ძალიან დიდხანს გაგრძელდება. ეს მხოლოდ ერთი მატჩია.
რა თქმა უნდა, გასაუმჯობესებელი ბევრი რამ გვაქვს, თუმცა განწყობის, ინტენსივობისა და თამაშის ხარისხის მხრივ — სწორედ იმ ასპექტებში, რომლითაც ეროვნული ნაკრები უნდა შეფასდეს — უკეთესი გუნდი ვიყავით.
რაც უნდა გავაუმჯობესოთ, ეს არის შეტევების უფრო ეფექტურად დასრულება. თუმცა ჩვენი სათამაშო იდეის ერთგულები უნდა დავრჩეთ.“
როდრი:
„ასეთი მატჩები როგორ იხსნება? ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ფეხბურთელების შთაგონებაზე, იმაზე, რამდენად ყურადღებიანები ვართ. ესეც ფეხბურთის ნაწილია.
ვფიქრობ, გუნდმა ყველაფერი სცადა და კარგი დინამიკით ვითამაშეთ. ახლა საქმე იმაშია, რომ შევასრულოთ და გამოვიყენოთ ის მომენტები, რომლებიც შევქმენით, რადგან როდესაც ისეთი მეტოქე გეთამაშება, რომელიც ასე ღრმად იცავს თავს, ბევრი შანსი არ გექნება. ამიტომ, როცა ეს შესაძლებლობები ჩნდება, აუცილებლად უნდა გამოიყენო. ყველაფერი სწორედ ამაშია.“
შეგახსენებთ, რომ ფურია როხა შემდეგ მატჩს საუდის არაბეთის წინააღმდეგ 21 ივნისს გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.