ბუბისტა: “ორგანიზებული და მამაცი გუნდი ვართ“
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა. ესპანეთმა კაბო-ვერდეს ვერ მოუგო. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
თამაშის შემდეგ, კაბო ვერდეს მთავარმა მწვრთნელმა ლეიტაო ბუბისტამ კომენტარი გააკეთა.
ბუბისტა:
„ეს ყველაფერს ნიშნავს, პირველ რიგში — ჩვენი ქვეყნისთვის. ვთქვით, რომ გვინდოდა, ყველას ენახა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ნაკრები. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა.
ვაჩვენეთ, რომ ორგანიზებული და მამაცი გუნდი ვართ. დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, ტაქტიკურად დისციპლინირებულები ვიყავით და ბურთის გათამაშებისას ზედმეტად არასდროს ვჩქარობდით. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ მეტის მიღწევა გვინდა.“
შეგახსენებთ, რომ კაბო-ვერდეს მუნდიალზე კიდევ მინიმუმ ორი მატჩი ელის. ჯგუფურ ეტაპზე, ბუბისტას გუნდი ურუგვაის და საუდის არაბეთს დაუპირისპირდება.