დე ლა ფუენტე: “ვიცოდით, რომ აქ გამარჯვების მოპოვება ძალიან რთული იქნებოდა“
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა კაბო ვერდეს ვერ მოუგო. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ფურია როხას მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ კომენტარი გააკეთა.
დე ლა ფუენტე:
„ამ ყველაფერს ერთი და იგივე გზით უნდა ვუპასუხოთ — ჩვენი იდეის ერთგულებით, თამაშის კიდევ უფრო დახვეწითა და გაუმჯობესებით. თუმცა, ეს სწორედ ისეთი მატჩი იყო, რომელზეც როდრი საუბრობდა — ბევრ საგოლე მომენტს ქმნი, მაგრამ ასეთ შეხვედრებში საჭირო სიმწვავე და სიფხიზლე გაკლია.
ჩვენი მეტოქე კარგად ორგანიზებული გუნდია. ვნახეთ, რამდენად ღრმად იცავდნენ თავს და ასეთ პირობებში სივრცეების შექმნა ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, გარკვეული მომენტები მაინც შევქმენით. ბურთის მოძრაობაში ცოტა მეტი სისწრაფე და ხარისხი გვაკლდა, თუმცა ზოგჯერ ბურთი უბრალოდ არ შედის.
გვქონდა დარტყმები, საგოლე შანსები და თამაშის სწრაფად მოგების სურვილი, მაგრამ ვიცოდით, რომ აქ გამარჯვების მოპოვება ძალიან რთული იქნებოდა.
იამალი და ნიკო? მიზანი მათი სათამაშო დროის ეტაპობრივად გაზრდაა, რათა მეტი თავდაჯერება და სათამაშო რიტმი შეიძინონ და მომდევნო მატჩებში უკეთესი ფეხბურთი აჩვენონ.“
შეგახსენებთ, რომ ფურია როხა შემდეგ მატჩს საუდის არაბეთის წინააღმდეგ 21 ივნისს გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.