Aa Aa
3 აგვისტო 2020  |  22:48

„თუ აქვთ წინადადება, რომელზეც უარს ვერ ვიტყვი"... - სენ-პიერი დაბრუნებას არ გამორიცხავს

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, ჟორჟ სენ-პიერი ოქტაგონზე დაბრუნებას არ გამორიცხავს. კანადელი მებრძოლი rds.ca-ს ესაუბრა და ხაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ჩხუბთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„კვლავინდებურად შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფები, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბრძოლის გამართვას ვაპირებ, არამედ იმიტომ, რომ ასეთ კონდიციებში ყოფნა მსიამოვნებს. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ოქტაგონზე გასასვლელად მზად არ ვარ. ჩემი მონაწილეობით ბრძოლა რომ იყოს ჩანიშნული, სავარჯიშო კემპის გავლა მომიწევდა.

ახლახანს დიდების დარბაზის წევრი გავხდი, კარიერა დასრულებული მაქვს და თავს მშვენივრად ვგრძნობ. თუმცა თუ UFC-ის აქვს წინადადება, რომელზეც უარს ვერ ვიტყვი, შეუძლიათ დამირეკონ. მათ კარგად იციან სად უნდა მიპოვონ“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯო როგანის მიერ „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტზე კომენტარი დატოვა და აღნიშნა: „ოქტომბერში - გეიჯი, აპრილში - სენ-პიერი“.

ცნობისთვის, ამ ბრძოლის წინააღმდეგი არც დეინა უაითია და აცხადებს, რომ მზადაა, ხაბიბისა და სენ-პიერის ჩხუბის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში