ოქრიაშვილმა აპოელს გაუტანა
Aa
Aa

ოქრიაშვილმა აპოელს გაუტანა

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ''ანორთოსისმა'' ამხანაგური მატჩი ''აპოელთან'' გამართა. ანგარიში 27-ე წუთზე ''აპოელის'' ფეხბურთელმა მარიუს ლუნდემუმ გახსნა. 31-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა პენალტის ნიშნულიდან წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

თემურ ქეცბაიამ სასტარტოში ლორია, კაჭარავა და ოქრიაშვილი დააყენა. დაუშვილი, რომელსაც ტრავმის გამო დაახლოებით ერთი კვირა გაუცდა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები