კიდევ ერთი შმეიხელი
Aa
Aa

კიდევ ერთი შმეიხელი "ოლდ ტრაფორდზე" - იუნაიტედი მეკარის შეძენას გეგმავს

კასპერ შმეიხელი შესაძლოა მამის გზას დაადგეს და კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელოს.

The Sun-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლესტერთან" შმეიხელის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.

დე ხეამ შესაძლოა ზაფხულში გუნდი დატოვოს, "მანკუნიანელები" კი მისი შემცვლელის ძიებაში არიან. ესპანელი გოლკიპერი ბოლო დროს არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება და კლუბიც ადრინდელივით მისი შენარჩუნებისთვის თავგადაკლულად ბრძოლას არ გეგმავს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შმეიხელმა "მელიებთან" კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა და "წითელ ეშმაკებს" მისი გაფორმება იმაზე მეტად გაუჭირდებათ, ვიდრე "ჩელსის" "ატლეტიკოდან" იან ობლაკის გადაბირება.

შეგახსენებთ, რომ კასპერ შმეიხელს "ლესტერის" რიგებში 378 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 120 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები