არაბიძე მადეირაზე გაფრინდება - ქართველი შემტევი ცეცაძის გუნდში?
Aa
Aa

არაბიძე მადეირაზე გაფრინდება - ქართველი შემტევი ცეცაძის გუნდში?

დონეცკის ''შახტარის'' ექს-ფეხბურთელი გიორგი არაბიძე შესაძლოა უკრაინული ''ლვოვის'' ფეხბურთელი გახდეს. გუნდის მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს არაბიძესთან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში უმუშავია და სურს პორტუგალიური ''ნასიონალის'' მოთამაშე თავის გუნდში იხილოს.

CrystalSport-ის ცნობით 22 წლის არაბიძე, რომელმაც გასული სეზონი თურქეთის რანგით მეორე ლიგაში იჯარის წესით გაატარა, მადეირაზე გაფრინდება და ''ნასიონალთან'' მოლაპარაკებას გამართავს. ქართველ ''ვინგერს'' კუნძულელებთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს.

არაბიძეს პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს. ალტერნატიულ ვარიანტად ''ლვოვში'' იჯარით გადასვლას განიხილავს. ამ საკითხების გადასაწყვეტად არაბიძე უახლოეს პერიოდში პორტუგალიაში გაფრინდება.

არაბიძე ''ნასიონალს'' 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა. 2018-19 წლების სეზონში პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა. ასევე, პორტუგალიის თასის ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი გოლით გამოიჩინა, თუმცა მისი პორტუგალიური სეზონი წარუმატებელი გამოვიდა.

ცეცაძის ''ლვოვის'' მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ არაბიძემ უკრაინულ მედიასთან ქართველი სპეციალისტის შესახებ ისაუბრა: ''მასთან არაერთხელ მიმუშავია. მისი გუნდები აგრესიულ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. გია ცეცაძეს დიდი პოტენციალი აქვს. მისი სურვილია შემდეგ სეზონში ''ლვოვი'' საუკეთესო ექვსეულში მოხვდეს. მას შეუძლია ამ მიზანს მიაღწიოს.''

გასული სეზონი არაბიძემ იჯარის წესით თურქეთის რანგით მეორე ლიგაში გაატარა, თუმცა ტრავმის გამო ''ადანასფორის'' მაისურით მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი შეაგდო და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები