კილასონია სიონის მთავარი მწვრთნელი გახდა
Aa
Aa

კილასონია სიონის მთავარი მწვრთნელი გახდა

საფეხბურთო კლუბ ბოლნისის ''სიონის'' მთავარი მწვრთნელი ვარლამ კილასონია გახდა. ინფორმაცია ბოლნისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

''სიონის'' პრესსამსახურმა ვარლამ კილასონიასა და კლუბის სპორტული დირექტორის, ჯონი ჯაგიდისის კომენტარები გაავრცელა.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში ''სიონის'' მთავარი მწვრთნელის პოსტი დავით ქოქიაშვილმა დატოვა.

37 წლის სპეციალისტი ''სიონის'' მთავარ მწვრთნელად 2020 წლის ზამთარში დაინიშნა, თუმცა მიმდინარე სეზონში მისი ხელმძღვანელობით ''სიონმა'' კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 5 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო. ქოქიაშვილის წასვლის მიზეზად ''სიონის'' წარუმატებელი გამოსვლა დასახელდა.

ამ ეტაპზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 10-გუნდიან ჩემპიონატში ''სიონი'' 5 ქულით მე-6 ადგილზეა.

ფოტო/ვიდეო: ''სიონის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები