მარადონას ექს-თანაგუნდელი უსახლკაროა და ქუჩაში ცხოვრობს
Aa
Aa

მარადონას ექს-თანაგუნდელი უსახლკაროა და ქუჩაში ცხოვრობს

იტალიურ მედიაში ექს-ფეხბურთელის, პიეტრო პუცონეს შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ფეხბურთელი, რომელიც 80-იან წლებში ''ნაპოლიში'' დიეგო მარადონას თანაგუნდელი იყო, ამჟამად უსახლკაროა და ნეაპოლის პროვინციის ქალაქ აჩერას ქუჩებში ცხოვრობს.

ქალაქ აჩერას მერი რაფაელე ლეტიერი La Gazzetta dello Sport-ს ესაუბრა: ''თუ მისი ყოფილი თანაგუნდელები დაეხმარებიან და მათგან ყურადღებას დაინახავს, ეს მასში დიდ სტიმულს გააჩენს.''

პუცონე ''ნაპოლის'' შემადგენლობაში ირიცხებოდა, როცა ნეაპოლურმა კლუბმა 1987 წელს სკუდეტო მოიგო.

57 წლის პუცონე ამპლუით ნახევარმცველი იყო, თუმცა ''ნაპოლის'' სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად არასდროს ითვლებოდა. ის ''ნაპოლის'' ღირსებას 1981-82, 1984-85 და 1986-87 წლებში იცავდა.

შეგახსენებთ, დიეგო არმანდო მარადონა ''ნაპოლიში'' 1984-91 წლებში ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები