Aa
Aa
31 ივლისი 2020  |  10:23

მარეი: "US Open-ს რამდენიმე ტოპ მოთამაშე კიდევ გამოაკლდება"

შოტლანდიელი ჩოგბურთელი, ენდი მარეი თვლის, რომ ეშლი ბარტის შემდეგ US Open-ის წლევანდელი გათამაშებიდან განაცხადს კიდევ რამდენიმე ტოპ მოთამაშე მოხსნის.

„ვფიქრობ, ბარტის ტურნირზე ართამაში ბოლო დანაკლისი არ იქნება და ანალოგიური გადაწყვეტილებას სხვებიც მიიღებენ. ეს პერსონალური არჩევანია, მასში ვერავინ ჩაერევა.

გავიგე, რომ მამაკაცთა შორისაც არიან ტოპ ჩოგბურთელები, რომლებიც ნიუ იორკში თამაშს არ აპირებენ. თუკი ისინი თავს დაცულად არ იგრძნობენ, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება სრულიად გასაგები და მისაღებია“.

თავად მარეი US Open-ზე გამოსვლას აპირებს, ისევე როგორც, ტურნირის სიაში არიან ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი.

აღსანიშნავია, რომ 2010 წლის შემდეგ ეშლი ბარტი ქალთა მსოფლიო რეიტინგის პირველი პირველადგილოსანია, რომელიც US Open-ს გამოტოვებს. მის გარდა „ფლეშინგ მედოუსზე“ სიმონა ჰალეპსა და მოქმედ ჩემპიონ ბიანკა ანდრეესკუსაც ვერ ვიხილავთ.

ამერიკის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშება 31 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლითაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები