საქართველოს გერბი ბანერზე და ტორტი ვარჯიშზე – ინდიანელებმა ბითაძეს დაბადების დღე მიულოცეს
Aa
Aa

საქართველოს გერბი ბანერზე და ტორტი ვარჯიშზე – ინდიანელებმა ბითაძეს დაბადების დღე მიულოცეს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინდიანა პეისერსის ცენტრი გოგა ბითაძე 20 ივლისს 21 წლის გახდა. ბითაძე ახლა ფლორიდის შტატში, “დისნეი ლენდში” ინდიანელებთან ერთად იმყოფება და ემზადება ნბა-ს განახლებისთვის. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო მარტის შუა რიცხვებში შეწყვეტილი ნბა 31 ივლისს განახლდება და ყველა მატჩი დისნეილენდის სპორტულ არენაზე გაიმართება.

კლუბმა თავის ახალგაზრდა, იმედისმომცემ ცენტრს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა.  ინდიანელებმა სოციალურ ქსელში პოსტერი გამოაქვეყნეს, სადაც გოგა ბითაძე ქართულადა და ინგლისურად წერია, დატანილია საქართველოს დროშა, კალათბურთის ბურთზე კი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო გერბია გამოსახული. იქვეა მინაწერიც: “შემოგვიერთდი და ერთად მივულოცოთ გოგას დაბადების დღე”.

შეგახსენებთ, რომ პეისერსმა ქართველი ცენტრი გასულ წელს დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია და სანამ სეზონი პანდემიის გამო შეწყდებოდა, ბითაძის საშუალო მაჩვენებლები ასეთი იყო: 8.4 წუთი, 3.1 ქულა, 2.0 მოხსნა, 0.4 პასი, 0.7 დაფარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები