ბასილაშვილი აშშ-ში გაემგზავრა და ვაშინგტონის ტურნირისთვის ადგილზე მოემზადება
Aa
Aa
20 ივლისი 2020  |  13:41

ბასილაშვილი აშშ-ში გაემგზავრა და ვაშინგტონის ტურნირისთვის ადგილზე მოემზადება

ნიკოლოზ ბასილაშვილი პანდემიის შემდეგ ATP-ს ეგიდით გასამართ პირველ ტურნირზე, რომელსაც ვაშინგტონი უმასპინძლებს, მონაწილეობას მიიღებს. 

ქართველი ჩოგბურთელი რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში ვარჯიშობდა და სათამაშო ფორმაც დაიბრუნა, ამიერიდან კი იგი სავარჯიშო პროცესს აშშ-ში გააგრძელებს. CrystalSport-ის ინფორმაციით, ბასილაშვილი ვაშინგტონში დღეს გაემგზავრა.

ნიკა ვაშინგტონის ტურნირის განაცხადში უკვე დარეგისტრირდა. გათამაშებაში მონაწილეობას ATP-ის რეიტინგის საუკეთესო ათეულის 3 წარმომადგენელი ითამაშებს: დანილ მედვედევი (5), სტეფანოს ციციპასი (6) და დავიდ გოფენი (10).

ვაშინგტონის ტურნირი, რომელიც 500-იანთა კატეგორიას განეკუთვნება, 14 აგვისტოს გაიხსნება და 21 აგვისტოს გასამართი ფინალური მატჩით დასრულდება. მისი დამთავრებიდან ზუსტად 10 დღეში, 31 აგვისტოდან US Open-ის ძირითადი ბადის მატჩები დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები