Aa
Aa

სერია A-ს რეკორდი - რომამ და ინტერმა ერთმანეთს 500 გოლი გაუტანეს

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში, „რომამ“ და „ინტერმა“ შედეგიანი ფრე - 2:2 ითამაშეს და ჩემპიონატის რეკორდიც დაამყარეს.

საქმე ისაა, რომ ამ გუნდების საჩემპიონატო ურთიერთშეხვედრებში უკვე 500 გოლი გავიდა, რაც ყველა სხვა დაპირისპირებაზე მაღალი შედეგია. 500-გოლიანი ნიშნული მილანელთა მცველმა, შტეფან დე ვრაიმ შეავსო, რომელმაც გუშინდელ მატჩში ანგარიში გახსნა.

შემდეგ რომაელთა მხრიდან სპინაცოლამ და მხითარიანმა გაიტანეს, საბოლოო ანგარიში კი ლუკაკუმ პენალტიდან დააფიქსირა. ასე რომ, ამჟამად სერია A-ს ყველაზე შედეგიან ურთიერთშეხვედრაში 503 გოლია გასული.

„ნერაძური“ ლიდერ „იუვენტუსს“ 4 ქულით ჩამორჩება, რომაელები კი მე-5 ადგილზე არიან და „ნაპოლისა“ და „მილანს“ 2-2 ქულით უსწრებენ. „ლეგა კალჩოს“ 34-ე ტური დღეს გასამართი „იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ მატჩით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები