ინტერი ლაუტაროს ნაცვლად ჟესუსის შეძენას გეგმავს
Aa
Aa

ინტერი ლაუტაროს ნაცვლად ჟესუსის შეძენას გეგმავს

ესპანური Sport-ის ცნობით, „ინტერი“ ლაუტარო მარტინესის შემცვლელად გაბრიელ ჟესუსს განიხილავს.

„მანჩესტერ სიტის“ ბრაზილიელი ფორვარდი თავისი ამჟამინდელი მდგომაროებით მთლად კმაყოფილი ვერ არის, რადგან აგუეროს ტრავმის შემდეგაც, გვარდიოლა მას შესაბამის სათამაშო დროს არ აძლევს. ხშირია მატჩები, როცა „ქალაქელები“ ფორვარდის გარეშე თამაშობენ და ბრაზილიელის პოზიციას რაჰიმ სტერლინგი იკავებს.

ასეთ ვარიანტს პეპი „რეალის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვისაც განიხილავს. სამაგიეროდ, ჟესუსს გარანტირებულ ძირითადს სთავაზობს „ინტერი“, რომელიც ლაუტაროს გაყიდვას უკვე დათანხმდა.

70 მილიონი ევრო და ჟუნიორ ფირპო მილანელებს აკმაყოფილებთ. მიღებული თანხით კი ჟესუსის გაფორმებას შეეცდებიან, რომელიც ტრანსფერმარკეტის მონაცემებით 56 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ჟესუსმა მიმდინარე სეზონში 32 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. ბრაზილიელმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალის“ წინაარმდეგ საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა და გოლიც გაიტანა, თუმცა იმის შემდეგ, გვარდიოლა მას შესაბამის ნდობას არ უცხადებს, რაც ფეხბურთელს კლუბის შეცვლაზე დაფიქრებას აიძულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები