რუმენიგეს განცხადებამ დიდი გამოხმაურება და ხალისი გამოიწვია
Aa
Aa

რუმენიგეს განცხადებამ დიდი გამოხმაურება და ხალისი გამოიწვია

მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელი დირექტორის კარლ-ჰაინც რუმენიგეს კომენტარმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და ხალისი გამოიწვია.

რუმენიგე პსჟ-დან ტანგი კუასის ტრანსფერის შესახებ საუბრობდა, რა დროსაც თქვა, რომ „ბაიერნს“ მეტოქის დასასუსტებლად მათი მოთამაშე არასდროს დაუმატებია.

„ბაიერნს არასდროს შეუძენია მოთამაშე, რათა მეტოქე დაესუსტებინა. ჩვენ პსჟ-სთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ნასერ ალ-ხელაიფისთან ჩემ თანამშრომლობას ვაფასებ. ლეონარდოსთანაც საკმაოდ მოწესრიგებული ურთიერთობა გვაქვს.

რაც შეეხება კუასის, ის ძალიან საინტერესო მოთამაშეა. მას რამდენიმე მიმზიდველი წინადადება ჰქონდა, მაგალითად ლაიპციგიდან.

ჩვენ ვიცოდით, რომ მას პსჟ-ში დარჩენის სურვილი აღარ ჰქონდა. ისეთი ტალანტი როგორიც ის არის, წყვეტს, რომ გუნდი შეიცვალოს, ბუნებრივია ბაიერნი მისით დაინტერესდა“.

ერთი შეხედვით, რუმენიგემ კუასის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა, თუმცა დასაწყისში მის მიერ ნათქვამმა ფრაზამ გერმანიაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა, რაც მალევე გასცდა ქვეყნის ფარგლებსაც. ახალი ამბავი არ არის, რომ „ბაიერნი“ თითქმის ყოველთვის ბუნდესლიგის კლუბებიდან გამორჩეულ მოთამაშეებს გაბრწყინებისთანავე იმატებს. მხოლოდ „ვერდერისა“ და „დორტმუნდის“ მაგალითი რად ღირს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები