ჰარისონ ბარნსს კორონავირუსი დაუდგინდა
Aa
Aa
14 ივლისი 2020  |  23:13

ჰარისონ ბარნსს კორონავირუსი დაუდგინდა

„საკრამენტო კინგსის“ კალათბურთელს, ჰარისონ ბარნსს კორონავირუსი დაუდგინდა. 28 წლის მსუბუქმა ფორვარდმა Covid-19-ით ინფიცირების შესახებ გულშემატკივრებს თავად აცნობა და სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ.

„გასულ კვირას, სანამ გუნდი ორლანდოში გაემგზავრებოდა, კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღე. სიმპტომები არ აღმენიშნება და თავს კარგად ვგრძნობ. კარანტინში ვიმყოფები და პროტოკოლს მანამ დავემორჩილები, სანამ პარკეტზე დაბრუნების უფლებას არ მივიღებ. იმედი მაქვს, როცა უსაფრთხო იქნება, ჩემს გუნდს ორლანდოში შევუერთდები“.

ჰარისონ ბარნსმა მიმდინარე სეზონში „საკრამენტოს“ მაისურით 64 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 14.7 ქულასა და 4.8 მოხსნას აგროვებს.

ჯერჯერობით უცნობია, იგი გუნდს როდის შეუერთდება, თუმცა ამერიკული გამოცემები ვარაუდობენ, რომ ეს სეზონის განახლებამდე მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები