რასელ უესტბრუკს კორონავირუსი დაუდგინდა
Aa
Aa

რასელ უესტბრუკს კორონავირუსი დაუდგინდა

„ჰიუსტონ როქეთსის“ სუპერვარსკვლავს, რასელ უესტბრუკს კორონავირუსი დაუდგინდა. 31 წლის გამთამაშებელმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს ამცნო, რომ Covid-19-ით დაინფიცირდა.

„კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი გუნდთან ერთად ორლანდოში გამგზავრებამდე მომივიდა. ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ, კარანტინში ვიმყოფები და ერთი სული მაქვს უფლებას როდის მომცემენ, რომ თანაგუნდელებს შევუერთდე.

დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის და თანადგომისთვის. გთხოვთ, ამ ვირუსს მთელი სერიოზულობით მოეკიდეთ“.

შეგახსენებთ, რომ „ჰიუსტონ როქეთსი“ ორლანდოში უესტბრუკის, ჯეიმს ჰარდენისა და ლუკ მბა ა მუტეს გარეშე გაემგზავრა. ტექსასელთა თავკაცს, მაიკ დენტონის იმედი აქვს, რომ სამივე კალათბურთელი გუნდს უახლოეს პერიოდში შეუერთდება.

რასელ უესტბრუკი მიმდინარე სეზონში „ჰიუსტონის“ ერთ-ერთი ლიდერია. იგი პარკეტზე საშუალოდ 35.9 წუთს ატარებს და 27.5 ქულას, 8 მოხსნასა და 7 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები