ზაფხულის ტოპ 10 ტრანსფერი - შენგელია მეორეა
Aa
Aa

ზაფხულის ტოპ 10 ტრანსფერი - შენგელია მეორეა

Eurohoops.net-მა ევროპულ კალათბურთში, მიმდინარე ზაფხულში გაჩარხული 10 საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა. გასაკვირი არაა, რომ სიაში თორნიკე შენგელიაც მოხვდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, საკუთარი მომავალი მოსკოვის ცსკა-ს დაუკავშირა.

ამჟამინდელი კლუბი: ცსკა

ყოფილი კლუბი: ბასკონია

კონტრაქტი იწურება: 2023 წელი

2019-20 წლების სეზონის სტატისტიკა: 15.9 ქულა, 2.9 შედეგიანი გადაცემა, 5.6 მოხსნა

„ესპანეთის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, შენგელიამ ბასკონია დატოვა და კარიერა მოსკოვის ცსკა-ში გააგრძელა. ბასკური კლუბის ყოფილი ლიდერი ახალი გამოწვევისთვის ემზადება და დიმიტრის იტუდისის გუნდში კიდევ ერთი ახალწვეული იქნება“, - წერს Eurohoops შენგელიას შესახებ.

ცნობილი ვებგვერდის მიერ შედგენილ სიაში თორნიკე შენგელია მეორე ადგილზე იმყოფება. პირველი პოზიცია კი, ნიკოლა მილუტინოვის ტრანსფერს უკავია. სერბი ცენტრი თოკოს თანაგუნდელი იქნება და „ოლიმპიაკოსში“ გატარებული 5 წლის შემდეგ, ცსკა-ში იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები