Aa
Aa

130-წლიან ისტორიაში პირველად! - ლოპეტეგის სევილიას ყველა დროის რეკორდი

ხულენ ლოპეტეგის „სევილიამ“ კლუბის 130-წლიან ისტორიაში ლა ლიგის ეგიდით სარეკორდო შედეგს მიაღწია.

ანდალუსიელებმა ჩემპიონატის 36-ე ტურში „მალიორკას“ 2:0 მოუგეს და ლიგაში დაუმარცხებელი სვლა 13 თამაშამდე გაზარდეს, რაც ახალი რეკორდია. აქამდე გუნდის ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია 12-მატჩიანი იყო და ეს შედეგი 2008 წლით თარიღდებოდა.

აღნიშნული 13 თამაშიდან სევილიელებმა 7 თამაში მოიგეს და 6 ფრედ დაასრულეს. სერია იწყება 9 თებერვლიდან, როცა ლოპეტეგის შეგირდები სტუმრად „სელტასთან“ დამარცხდნენ.

„სევილიამ“ გუშინდელ შეხვედრაში „მალიორკას“ ოკამპოსისა და ენ ნესირის გოლებით აჯობა. ამ უკანასკნელს საგოლე გადაცემა მეკარე ბონომ გაუკეთა. ბონო სევილიელთა ისტორიაში მე-2 გოლკიპერია, რომელმაც ჩემპიონატის მატჩში ასისტი მიითვალა - პირველად ეს 2002 წელს, ანტონიო ნოტარიომ გააკეთა.

ერთ-ერთ აუტსაიდერთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ლოპეტეგის გუნდმა მე-5 ადგილოსან „ვილიარეალს“ 9 ქულით გაასწრო და ჩემპიონთა ლიგის საგზურის ოფიციალურად გაფორმებასთან ნახევარი ნაბიჯი აშორებს.

ანდალუსიელები შემდეგ ტურში „სოსიედადს“ ესტუმრებიან, ჩემპიონატს კი თავიანთ არენაზე „ვალენსიასთან“ გასამართი შეხვედრით დაასრულებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები