სარი:
Aa
Aa
12 ივლისი 2020  |  16:16

სარი: "რონალდუ ნამდვილი ჩემპიონია, ატალანტა კი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა"

სერია ა-ს 32-ე ტურში ბერგამოს „ატალანტასთან“ ნათამაშები ფრის შემდეგ, მაურიციო სარიმ პრესის კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კოლექტივს დაუპირისპირდა.

სარიმ საუბარი რონალდუს ქებით დაიწყო:

რონალდუ ფეხებითაც და თავითაც ნამდვილი ჩემპიონია. ის, ზეწოლას ადვილად უმკლავდება, იგი ამას წარმოუდგენელი გზით აკეთებს.

დღეს, ჩვენ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდით. „ატალანტა“ ორგანიზებული და აგრესიული იყო.

შეხვედრის სტარტზე შეცდომა დავუშვით. მათ წინააღმდეგ თამაში ურთულესია. პირველ ტაიმში მეტოქემ გვაჯობა, თუმცა მეორეში მატჩი შემოვაბრუნეთ.

როდესაც თამაში ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა, მეორე გოლი სწორედ მაშინ გავუშვით. მიუხედავად ყველაფრისა, მეორე ნახევარში დაცვაში თამაში გამოვასწორეთ და უფრო ენერგიულად ვმოქმედებდით“.

მიმდინარე სეზონში „იუვენტუსმა“ ტრადიცია არ დაარღვია და მეტოქეებს ამჯერადაც აჯობა. „ბებერი ქალბატონი“ სკუდეტოს ზედიზედ მეცხრედ მოგებასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის შემდეგ განახლებულ სეზონში „იუვემ“ რთულ მეტოქეებთან თამაშის მოგება ჯერაც ვერ შეძლო. სარის გუნდი ჯერ თასის ფინალში „ნაპოლისთან“ დამარცხდა, შემდეგ სერია ა-ში „მილანთან“ და ამჯერად ვერც „ატალანტას“ მოუგეს, რაც გუნდის არც თუ ისე კარგ სათამაშო ფორმაზე მიუთითებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები