საუკეთესო გიორგი ლორია - ქართველი ორი პრიზით დააჯილდოვეს
Aa
Aa

საუკეთესო გიორგი ლორია - ქართველი ორი პრიზით დააჯილდოვეს

კვიპროსის ჩემპიონატის 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო სეივის ავტორად გიორგი ლორია დასახელდა და შესაბამისი ჯილდო მიიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს კიდევ ერთი პრიზი გადასცეს. ლორიამ კვიპროსის ჩემპიონატის გასულ სეზონში 21 მატჩი ჩაატარა და 11 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია. 

34 წლის მეკარე ორი პრიზით კვიპროსულმა ვებგვერდმა Pasp-მა დააჯილდოვა.

გიორგი ლორია ''ანორთოსისს'' 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა. ის ასევე იცავდა თბილისის ''დინამოს,'' ოფი-ს, ''კრილია სოვეტოვის,'' ''ანჟისა'' და გერმანული ''მაგდებურგის'' ღირსებას. კვიპროსულ კლუბში გადასვლამდე ნახევარი სეზონი გერმანულ ''მაგდებურგში'' გაატარა, თუმცა გუნდი გერმანიის მეორე ბუნდესლიგიდან გავარდა და ლორია გუნდს დაემშვიდობა.

2008 წლიდან მოყოლებული გიორგი ლორიამ საქართველოს ეროვნულ გუნდში 53 მატჩი ჩაატარა.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ''ანორთოსისმა'' ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. 2020-21 წლების სეზონში ''ანორთოსისი'' ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიას გუნდში გიორგი ლორიას გარდა თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილი, ნიკა კაჭარავა და ლუკა მიქაია ირიცხებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები