Aa
Aa

ყველა დროის პირადი რეკორდის გამეორება - სევილია ლიგის საგზურის გაფორმებასთან ერთ ნაბიჯშია

ლა ლიგის 35-ე ტურში, „სევილიამ“ სტუმრად „ბილბაო“ 2:1 დაამარცხა და წაუგებელ მატჩთა სერია 12-მდე გაზარდა. სევილიელები ლა ლიგაში თავიანთთვის სარეკორდი დაუმარცხებელი სერიის რეკორდს გაუთანაბრდნენ.

მათ 2008 წელს, მანოლო ხიმენესის ხელმძღვანელობით, ჩემპიონატის ზედიზედ 12 შეხვედრა არ წააგეს, გუშინდელი გამარჯვების შემდეგ კი ლოპეტეგის ფორმაციის „სევილიასაც“ ანალოგიური სვლა აქვს. განსხვავება ისაა, რომ ხიმენესის შეგირდებმა 12-დან 9 მატჩი მოიგეს, ლოპეტეგის გუნდმა კი 6-ჯერ გაიმარჯვა და 6-ჯერ ფრედ ითამაშა.

ანდალუსიელებს ჩემპიონატში 9 თებერვალს "სელტასთან" სტუმრად განცდილი მარცხის შემდეგ აღარ წაუგიათ. მათ ისტორიული რეკორდის გაუმჯობესების შანსი შემდეგ ტურში „მალიორკასთან“ ექნებათ. შეხვედრა სევილიელთა სტადიონზე, 12 ივლისს ჩატარდება.

„სევილიამ“ გუშინდელი მატჩი ბანეგასა და ელ ჰადადის გოლებით მოიგო, თავი 63 ქულა მოუყარა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებასთან უკვე ერთ ნაბიჯშია. ჩემპიონატის დამთავრებამდე 3 ტურით ადრე, ლოპეტეგის გუნდი მე-5 ადგილოსან „ვილიარეალს“ 6 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები