ბათუმის დინამოს პირველი გამარჯვება - ჭიაბრიშვილი სადებიუტო შეხვედრაში დამარცხდა
Aa
Aa

ბათუმის დინამოს პირველი გამარჯვება - ჭიაბრიშვილი სადებიუტო შეხვედრაში დამარცხდა

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-5 ტურში გია გეგუჩაძის ბათუმის „დინამომ“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. აჭარლები თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდნენ და გიორგი ჭიაბრიშვილის სადებიუტო შეხვედრაში რკინიგზელები 4-1 დაამარცხეს.

მატჩი „დინამოს“ უპირატესობით წარიმართა და გეგუჩაძის ბიჭებმა ფლამარიონის დუბლითა და გაგოშიძის გოლით პირველი ტაიმი 3-0 მოიგეს.

მეორე ნახევარში „ლოკომ“ გავაშელიშვილის გოლის წყალობით სხვაობა 2 ბურთამდე შეამცირა, თუმცა თამაშში დაბრუნება ვერ მოახერხა და 88-ე წუთზე ჯამბულ ჯიღაურმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4-1.

რკინიგზელებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „დინამოს“ 7 ქულა დაუგროვდა და მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა. გეგუჩაძის შეგირდები მომდევნო შეხვედრას ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ გამართავენ.

„ლოკომოტივს“ რაც შეეხება, „რკინიგზელებს“ 7 ქულა დარჩათ, მე-4 ადგილზე არიან და მომდევნო მატჩი „საბურთალოს“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები