ვინისიუსს Covid-19 არ დაუდასტურდა - ბრაზილიელს ალავესთან თამაშის უფლება მისცეს
Aa
Aa

ვინისიუსს Covid-19 არ დაუდასტურდა - ბრაზილიელს ალავესთან თამაშის უფლება მისცეს

მადრიდის „რეალის“ 19 წლის ფეხბურთელს, ვინისიუსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. Marca-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი შემტევის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და მას პარასკევს, „ალავესის“ წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის უფლებაც მისცეს.

შეგახსენებთ, რომ „ბლანკოსის“ თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვინისიუსის პირველმა ტესტმა ნორმიდან გადახრა აჩვენა და „სამეფო კლუბი“ განმეორებითი ტესტის შედეგებს ელოდებოდა.

Marca-ს ცნობით, „რეალმა“ განმეორებითი ტესტის პასუხი მიიღო და გაირკვა, რომ ბრაზილიელის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისთვის, „რეალი“ სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებს და „ბარსელონას“ 1 ქულით უსწრებს. „სამეფო კლუბს“ ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული და მომდევნო მატჩი სწორედ „ალავესთან“ ელის“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები