Aa
Aa

გატუზომ დაადასტურა - მილიკი ნაპოლის დატოვებს

არკადიუშ მილიკის ნეაპოლური კარიერა დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული ინფორმაცია „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ დაადასტურა.

„ჯენოასთან“ 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ გატუზოსთვის დასმული ერთ-ერთი კითხვა სწორედ პოლონელ ფორვარდს შეეხებოდა, რაზეც „რინომ“ განაცხადა:

„რთულია, მოძებნო უფრო კარგი მოთამაშე, ვიდრე მილიკია. თუმცა, როცა ფეხბურთელი თვლის, რომ კლუბში მისი დრო ამოიწურა და სიახლის ძებნა სურს, მას უნდა მოუსმინო. არავის შეუძლია, ადამიანს საკუთარ სურვილებზე უარი ათქმევინოს. ასეთ დროს, უბრალოდ ფეხბურთელის სურვილს პატივისცემით უნდა მოეკიდო“.

26 წლის მილიკი „ნაპოლიში“ 2016 წლიდან თამაშობს და მისი მაისურით ჩატარებულ 115 მატჩში 47 გოლი შეაგდო. მას ნეაპოლელებთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები