Aa
Aa

მაისურები გვარების გარეშე - ყველაზე პოპულარული წარწერა „თანასწორობა“ გახლავთ

ESPN-ის ინსაიდერი, მარკ ჯეი სპირსი იტყობინება, რომ ამჟამინდელი მონაცემებით, სეზონის განახლების შემდეგ, ორლანდოში თამაშის უფლების მქონე 350 კალათბურთელიდან 285 მაისურზე საკუთარი გვარის განთავსებას არ აპირებს.

სპირსის ცნობით, ისინი სოციალური სამართლიანობის მხარდამჭერი მესიჯების გამოყენებას გეგმავენ და ბოლო მონაცემებით, ყველაზე პოპულარული ლოზუნგი „თანასწორობა“ გახლავთ, ხოლო მეორე ადგილს Black Lives Matter იკავებს.

NBA-ის მოთამაშეებს გადაწყვეტილების მიღება ორშაბათამდე შეუძლიათ და დიდი შანსია კოლეგებს დანარჩენებმაც მიბაძონ, თუმცა აღსანიშნავია, რომ 17-მა კალათბურთელმა მაისურზე საკუთარი გვარის ნაცვლად, სხვა წარწერის განთავსებაზე უარი თქვა.

სპირსის ინფორმაციით, სეზონის განახლების შემდეგ, სოციალური სამართლიანობის მხარდამჭერ მესიჯს საწყისი 4 დღის განმავლობაში გამართულ მატჩებში ვიხილავთ. 4 დღის შემდეგ, კალათბურთელებს შეეძლებათ, თავიანთ გვარებს დაუბრუნდნენ. თუ ისინი ამაზე უარს იტყვიან, მათი გვარი ნომერსა და ლოზუნგს შორის განთავსდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები