Aa Aa
8 ივლისი 2020  |  19:45

მასვიდალი VS უსმანი - გიგა ჭიკაძის პროგნოზი

MMA-ის სამყაროში ერთ-ერთმა ცნობილმა ვებგვერდმა, Bjpenn.com-მა UFC-სა და Bellator-ის მებრძოლებს ხორხე მასვიდალისა და კამარუ უსმანის ჯახზე პროგნოზის გაკეთება სთხოვა.

12 ივლისს ჩანიშნულ შერკინებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გიგა ჭიკაძემაც დააფიქსირა. ქართველი მებრძოლი მოკლე პასუხით შემოიფარგლა და განაცხადა: „უსმანი მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვებს და საჩემპიონო ქამარს დაიცავს“.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას ხორხე მასვიდალის არ სჯერა და მხარს კამარუ უსმანს უჭერს.

ცნობისთვის, UFC 251-ის ფარგლებში „ნიგერიელი კოშმარის“ წინააღმდეგ გილბერტ ბერნსს უნდა ეჩხუბა, მაგრამ ამ უკანასკნელს აბუ-დაბიში გამგზავრებამდე კორონავირუსი დაუდგინდა და იგი სწორედ „გეიმბრედმა" ჩაანაცვლა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები