ბარსელონამ და ინტერმა მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს
Aa
Aa

ბარსელონამ და ინტერმა მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს

Cat Radio-ს ცნობით, „ბარსელონამ“ და „ინტერმა“ ლაუტარო მარტინესის თაობაზე მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს. კერძოდ, არგენტინელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონს შეადგენდა, რომელსაც ვადა 7 ივლისს გადიოდა, რის შემდეგაც მისი ღირებულება საგრძნობლად უნდა გაზრდილიყო, თუმცა ახლა ასე აღარ მოხდება.

წყაროს ცნობით, კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ლაუტაროს გამოსასყიდი ღირებულება გადავადდება და ძალაში 4 ოქტომბრამდე იქნება, ანუ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსა“ ლაუტაროს გაფორმებას არ ჩქარობდა. კლუბს ამ მომენტისთვის საჭირო ფინანსები არ აქვს და რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვის შემდეგ, კატალონიელები უკვე მოთამაშეთა დამატებაზე გადაერთვებიან.

რაც შეეხება „ინტერს“, მილანური კლუბი როგორც ჩანს ლაუტაროს გასაშვებად მზადაა და ამ ტრანსფერს დიდი გართულებები არ უნდა მოჰყვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები