ბართომეუ:
Aa
Aa

ბართომეუ: "ვიდეო რეფერი ყოველთვის ერთ გუნდს ეხმარება"

ლა ლიგის 34-ე ტური საკმაოდ ხმაურიანი და თვალსასეიროც გამოდგა. „ბარსელონამ“ როგორც იქნა თავისი თამაში აჩვენა და „ვილიარეალს“ სტუმრად 4:1 მოუგო, თუმცა „რეალმა“ „ბილბაოსთან“ დაგეგმილი 3 ქულა გაიფორმა და 4 ქულიანი ფორა შეინარჩუნა.

„სან მამესზე“ გამართულ შეხვედრაში ორი საკამათო მომენტი იყო და ორივე საჯარიმოში. მარსელოს წაქცევისთვის ვიდეო რეფერიმ პენალტი დანიშნა, რაულ გარსიას შემთხვევაში კი მომენტი არ გადამოწმდა.

შეხვედრას „ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ გამოეხმაურა და ვიდეო რეფერის გამოყენებაზე კრიტიკული კომენტარი გააკეთა:

მე, „სან მამესზე“ გამრთულ მატჩს თითქმის ბოლომდე ვუყურე. თავს ცუდად ვგრძნობ, რადგან მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატი გვაქვს, თუმცა ვიდეო რეფერი კორონავირუსის შემდეგ სამართლიანად არ მოქმედებს.

ეს გარკვეულ შედეგებზე გავლენას ახდენს. ვარი ყოველთვის ერთ გუნდს ეხმარება“.

ვიდეო რეფერის შესახებ კიკე სეტიენმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სამართლიანად უნდა მოქმედებდეს:

VAR-მა თავისი საქმე სამართლიანად უნდა აკეთოს, თუმცა ზოგიერთ მომენტზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყოდი”.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის დასრულებამდე 4 ტური რჩება, რომელშიც მადრიდის „რეალს“ შედარებით რთული მატჩის კატეგორიაში მხოლოდ 1 შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი, ისიც საკუთარ კედლებში „ვილიარეალის“ წინააღმდეგ და რთული წარმოსადგენია, რომ ზიდანის გუნდმა ჩემპიონობა ხელიდან გაუშვას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები