BILD - ლეროი სანე ბაიერნში გადავიდა
გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild იტყობინება, რომ „ბაიერნმა" სანეს ტრანსფერის თაობაზე „სიტისთან" შეთანხმებას მიაღწია და გერმანელი ფეხბურთელი კარიერას მიუნხენურ გრანდში გააგრძელებს.
„რეკორდმაისტერი“ 24 წლის გარემარბის სანაცვლოდ 49 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა ბონუსების გათვალისწინებით, ეს თანხა შესაძლოა 11 მილიონი ევროთი გაიზარდოს. ამასთან ერთად, თუ „ბაიერნი" სანეს გაასხვისებს, „სიტი" მისი სატრანსფერო ღირებულების 10 პროცენტს მიიღებს.
Leroy Sane's move from Manchester City to Bayern is done, reports @cfbayern ???? pic.twitter.com/SAtt1CAl2N
— B/R Football (@brfootball) June 30, 2020
„ქალაქელებს“ სანეს გაშვება არ სურდათ, თუმცა გერმანელ ვინგერს „ნისლიან ალბიონზე“ დარჩენის პერსპექტივა არ ხიბლავდა და კარიერის „რეკორდმაისტერში“ გაგრძელებაზე გახლდათ ორიენტირებული. სანემ „სიტისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი რამდენჯერმე თქვა და მისი „ბაიერნში“ გადასვლა უბრალოდ დროის ამბავი იყო.
announcement Leroy Sané: the Transfer to @fcbayern is done! @BILD_Sport
— Christian Falk (@cfbayern) June 30, 2020
შეგახსენებთ, რომ სანე „ეტიჰად სტედიუმზე“ 2016 წელს გადავიდა და „ქალაქელებმა“ მის სანაცვლოდ 52 მილიონი ევრო გადაიხადეს. 4 სეზონის განმავლობაში მან „სიტის“ მაისურით 135 შეხვედრა ჩაატარა და 39 გოლი შეაგდო.