Sky Sport Italia - აშრაფ ჰაკიმი ინტერის ფეხბურთელია
Aa
Aa

Sky Sport Italia - აშრაფ ჰაკიმი ინტერის ფეხბურთელია

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ „რეალის“ ფეხბურთელი, აშრაფ ჰაკიმი, რომელიც იჯარის წესით „დორტმუნდშია“ განათხოვრებული, „ინტერის“ მოთამაშე გახდა.

მაროკოელმა უკანახაზელმა „ნერაძურისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 5 მილიონ ევროს მიიღებს. „შავ-ლურჯებმა“ ჰაკიმის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს პლუს 5 მილიონი ევრო გადაიხადეს და „რეალს“ მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება. დი მარციოს ცნობით, „ინტერი“ ტრანსფერს ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დაადასტურებს.

„ნერაძური“ 21 წლის უკანახაზელით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, „დორტმუნდის“ წინააღმდეგ გამართული მატჩების შემდეგ დაინტერესდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკიმი მილანში იმყოფება, სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან ხელშეკრულებაც გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ მაროკოელი ფეხბურთელი ორი წელია იჯარის წესით „დორტმუნდის“ რიგებში თამაშობს. „ყვითლების“ მაისურით მან 72 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლი და 17 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები